ახალი ამბები

სტარბაქსის ყავა სუფრაზე – როგორ აღნიშავენ გამარჯვებას ვინტერფელში (სპოილერის გარეშე)

6 მაისი, 2019 • 1658
სტარბაქსის ყავა სუფრაზე – როგორ აღნიშავენ გამარჯვებას ვინტერფელში (სპოილერის გარეშე)

ყურადღება: ნიუსში სპოილერი არ არის. შეგიძლიათ, თავისუფლად გააგრძელოთ კითხვა.

ვინც “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს, ისიც ეცოდინება, რომ გასულ კვირას ვინტერფელის მისადგომებთან დეინერისის გარშემო გაერთიანებულმა მებრძოლებმა დაამარცხეს მკვდრების არმია. მართალია, ეს სტარკმა სხვების დაუხმარებლად მოახერხა, მაგრამ მაინც.

ბოლო სეზონის მეოთხე სერიაში, რომელიც თბილისის დროით დილის 5 საათზე გავიდა ეთერში, მკვდრებთან ბრძოლით დაღლილები ქეიფობენ. ყველაფერი ისეა, როგორც ფიქტიურ, შუა საუკუნეების ეპოქის მსგავს დროში მოწყობილ ნადიმში შეიძლება იყოს: ხორხოცი, ღრიანცელი, შეჯიბრი ყანწებითა და ფიალებით ღვინის სმაში… ერთი გამონაკლისით: ერთ კადრში ჩანს, რომ დეინერისის წინ მაგიდაზე სტარბაქსის ერთჯერადი ჭიქით, სავარაუდოდ, ყავა დგას.

ტვიტერი და სხვა სოციალური ქსელები უკვე წალეკა არაერთმა ხუმრობამ სერიალის სეზონზე, რომელსაც 2 წელი თავდაუზოგადავად იღებდნენ და წარმოუდგენელი ფინანსური რესურსიც დახარჯეს. როგორც ჩანს, ასეთი შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. განსაკუთებით ეჭვიანებმა ისიც კი შეიძლება იფიქრონ, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეპროდუქტში სტარბაქსის ჭიქა შემთხვევით არ გამოჩნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სარეკლამო ტრიუკია, რომ მერე ჩვენნაირებმა მასზე ამდენი წერონ.

“შესაძლოა ის განრისხებულია, რადგან ვესტეროსში, სტარბაქსში მის ჭიქას დეინერისი არასწორად დააწერეს”;

“ლანისტერები: გაიგე ჩემი ღრიალი! სტარკები: ზამთარი გვიახლოვდება! ტარგარიანები: ორმაგი კაპუჩინო ვანილით უშაქროდ!” – ინტერნეტში ასე ეხმაურებიან სერიალის მეოთხე სერიაში გამოჩენილ არც ისე უწყინარ ყავის ჭიქას.

მასალების გადაბეჭდვის წესი