ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს

31 ოქტომბერი, 2014 • • 1169
თიბილოვი: ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ რესპუბლიკებს და ეს მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის მიერ იქნება მუდმივი. დღეს რესპუბლიკები დგანან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ზღვარზე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში გაიმართება და ერი, რომელმაც საკუთარი გზა აირჩია, ღირსეულად ჩაატარებს არჩევნებს. ეს არის პირველი ოფიციალური დელეგაცია სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს,” – განაცხადა თიბილოვმა იმ დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დროს, რომლებიც დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიეგმზავრებიან.  

 

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ დადგენილებას ხელი რამდენიმე თვის წინ მოაწერა. 

 

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. “

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი