ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, ბიზნესმენები თურქეთიდან აფხაზეთში ინვესტიციებს განახორციელებენ

30 ოქტომბერი, 2014 • • 1032
სოხუმის ცნობით, ბიზნესმენები თურქეთიდან აფხაზეთში ინვესტიციებს განახორციელებენ

ოფიციალური ინფორმაციით, თურქ მეწარმეებთან შეხვედრა 30 ოქტომბერს აფხაზეთში შედგა. ბიზნესმენთა შეხვედრის ძირითადი მიზანი აფხაზეთში ინვესტიციებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, ლოჯისტიკისთვის, მშენებლობისთვის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობისთვის არსებული გარემოს შესწავლა იყო. 

 

“თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის შესახებ მათი ცნობები რეალობას არ შეესაბამება. მათ განაცხადეს, რომ აქვთ სურვილი და მზაობა იმუშაონ აფხაზეთში და საკუთარი გამოცდილება და ცონდა გაუზიარონ ადგილობრივებს. თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში, აფხაზეთის მხარის ცნობით, იყვნენ ლოჯისტიკური კომპანიის მფობელი, ადნან ადანური, ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი, იაშარ მურთაზ ოღლუ, ტურისტული კომპანია «Akmis Seyahat»-ის გენერალური დირექტორი ოლგუნ აქსოი, სავაჭრო ცენტრ Park Shop-ის მფლობელი მუსტაფა ისმაილ ოღლუ და ა.შ. შეხვედრებში აფხაზეთის მხარეს კი სავაჭრო სახლ «Техносил+»-ის დირექტორი, ოთარ მიქვაბია, სავაჭრო სახლ  «СИМ»-ის დირექტორი, ასიდან გუნბა და სხვები მონაწილეობდნენ. მომავალი ვიზიტის დროს თურქი ბიზნესმენები აფხაზეთში უკვე კონკრეტული პროექტებით ჩამოვლენ. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაწყებულია სოხუმის სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გეგმის შემუშავება და ნაგავსაყრელი ქარხნის მშენებლობა,”- წერს გამოცემა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი