ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურ-ქართული ურთიერთობები “სამეფო კარის თამაშებს” ჰგავს – ალიას უბირია

4 მაისი, 2019 • 2823
აფხაზურ-ქართული ურთიერთობები “სამეფო კარის თამაშებს” ჰგავს – ალიას უბირია

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


ალიას უბირია, მძღოლი, სოხუმი


ქართულ-აფხაზური ურთიერთობები სერიალ“სამეფო კარის თამაშებს” ჰგავს. თუმცა, დროა, ტაქტიკა და მოკავშირეები შევცვალოთ. 25 წელია ერთ თამაშს ვთამაშობთ. ვთამაშობთ დამოუკიდებლობას, საქართველო კი საკუთარ თავს რკინის ტახტრევანზე ხედავს, სადაც აფხაზეთმა, როგორც თაყვანისმცემელმა და შეყვარებულმა მუხლი უნდა მოიდრიკოს მის წინაშე. მაგრამ დრაკონები არც მათ ჰყავთ და არც ჩვენ.

უფრო სერიოზულად თუ მივუდგები საკითხს, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, როგორ აეწყობა აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობები. მე გავიზარდე და, თითქმის, უკვე დავბერდი ქვეყანაში, რომელსაც არანაირი ურთიერთობები არ აქვს საქართველოსთან, და ჩემნაირი ძალიან ბევრია, ვისთვისაც სულერთია, რა ხდება იქ. არ მგონია, რომ აფხაზეთის ან საქართველოს ჩვეულებრივი მცხოვრებისთვის რამე შეიცვლება, თუკი დიპლომატიური ურთიერთობები გვექნება.

მხოლოდ ის მინდა, ომი არ იყოს. ყველას ეს გვინდა. პატარა შვილი მყავს და არ მინდა, რომ მანაც ის გადაიტანოს, რაც მე გადავიტანე.  არც ვფიქრობ, რომ საქართველო ისევ ომზე წავა. მსოფლიოში უკვე სხვა სიტუაციაა. ისიც არ მგონია, რომ უახლოესი 50 წელი მაინც საქართველო გვაღიარებს.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი