ახალი ამბები

ზესტაფონში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დავაკავეთ – შსს

4 მაისი, 2019 • 1026
ზესტაფონში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დავაკავეთ – შსს

ზესტაფონში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი  დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“ და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ამოიღეს. უწყების თანახმად, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

გამოძიება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი