ახალი ამბები

ბათუმის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

4 მაისი, 2019 • 863
ბათუმის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლოციამ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო. მეორე პირის შემთხვევაში, ამოღებულია 100 აბი “მეტადონი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი