ახალი ამბები

მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა

3 მაისი, 2019 • 2566
მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა

თბილისში, სარაჯიშვილის მეტროს სადგურის ლიანდაგებში ჩავარდნილი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უდასტურებენ.

ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში დღეს დილით ჩავარდა. მისი ამოყვანა მაშველებს თავდაპირველად გაუჭირდათ, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, ახალგაზრდა მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლით დაიწყო.

შემთხვევის გამო დროებით შეიზღუდა მატარებლების მოძრაობაც სადგურ “დიდუბიდან” “ახმეტელის” მიმართულებით.

მეტროში, მატარებლის რელსებში კაცი ჩავარდა, მოძრაობა შეზღუდულია

მასალების გადაბეჭდვის წესი