ახალი ამბები

დათო ოქიტაშვილს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი გადასცეს

2 მაისი, 2019 • 3291
დათო ოქიტაშვილს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი გადასცეს

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით დააჯილდოვეს. ეს ტიტული მას საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მიანიჭა.

„რაინდის წოდება მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე… წელს დავით ოქიტაშვილზე გავაკეთეთ არჩევანი იმ საქმიანობისთვის, რასაც ის წლებია აკეთებს ამ სფეროში“, – გვითხრა „ქორეოგრაფთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ მარკოიშვილმა.

„დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის“ – წერს დათო ოქიტაშვილი პირად ფეისბუქგვერდზე.

ფოტო დათო ოქიტაშვილის ფეისბუქგვერდიდან.

განახლებული ინფორმაცია: ნეტგაზეთს მოგვიანებით დაუკავშირდნენ ქორეოგრაფთა კავშირიდან და განმარტეს, რომ ჯილდო დათო ოქიტაშვილს არა წელს, არამედ ორი წლის წინ, 2017 წელს გადასცეს და ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. დათო ოქიტაშვილმა ჯილდოს შესახებ ინფორმაცია დღეს, 2 მაისს გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაჯილდოვების ამსახველ ფოტოებთან ერთად და მადლობა გადაუხადა ქორეოგრაფთა კავშირს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი