ახალი ამბები

დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა

2 მაისი, 2019 • 2130
დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა

ნეტგაზეთს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და ეტაპობრივად აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.

როგორც სახელწმიფო ელექტროსისტემაში განგვიცხადეს, ზუსტად არაა ცნობილი,  რამდენ აბონენტს გაეთიშა ელექტროენერგია.

  • თბილისისა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება 18:11 საათზე შეწყდა.
  • დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს.

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მასალების გადაბეჭდვის წესი