ახალი ამბები

ყურება, შენახვა, გავრცელება ერთი რიგის დანაშაულია – გახარია პირადი ცხოვრების კადრებზე

2 მაისი, 2019 • 1343
ყურება, შენახვა, გავრცელება ერთი რიგის დანაშაულია – გახარია პირადი ცხოვრების კადრებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე,  ყურება, შენახვა და გავრცელება ერთი ზომისა და რიგის დანაშაულია.

გახარიამ ეს კომენტარი მას შემდეგ, გააკეთა, რაც დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაუსვა კითხვა.

“თქვენ ბრძანეთ, რომ შემთხვევით ვინც უყურა, ისინი ხომ არ დააკავეთო, თითქოს ეს ყურება რაღაც შემთხვევითი საქციელი იყოს. ერთი რამ უნდა გავითავისოთ, ყურება ეს არის ქმედება – ყურება, შენახვა, გავრცელება და კიდევ ბევრი რაღაც არის ერთმნიშვნელოვნად ერთი ზომისა და რიგის დანაშაული. როგორც კი ჩვენ ამას განვასხვავებთ, ამ საქმეში ვერანაირი პროგრესს ვერ მივაღწევთ”, – ამბობს გახარია.

შსს ამ საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. თუმცა ეს მუხლი სისხლი სსამართლის კოდექსში ყურების ნაწილს არ ითვალისწინებს. საკანონმდებლო მაცნეში ვკითხულობთ:

მუხლი 157​1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა:

1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს იმ შემთხვევაში არ დაეკისრება, თუ ის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი