ახალი ამბები

სერბეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2 მაისი, 2019 • 860
სერბეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ქურდობის ბრალდებით სერბეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

1975 წელს დაბადებული დ.ს. და 1976 წელს დაბადებული ზ.გ. ეჭვმიტანილნი არიან ბინების გაქურდვაში. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი სპეციალური იარაღების საშუალებით აღებდნენ დაკეტილ კარებს და ბინებიდან გაჰქონდათ ფული, ოქროულობა და ტექნიკური მოწყობილობები. ჩხრეკისას ამოღებულია  პისტოლეტი, ხელთათმანები და მოპარული მობილური ტელეფონები.

მასალების გადაბეჭდვის წესი