ახალი ამბები

პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს [Video]

28 ოქტომბერი, 2014 • • 1075
პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს [Video]

უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტი მარგველაშვილი  ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, შალვა შავგულიძეს და ვახტანგ ხმალაძეს შეხვდა.

 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე  აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხს განიხილავენ.  მთავრობის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში.

 

დღევანდელი საბჭოს სხდომას არ ესწრება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი