ახალი ამბები

“მხევლის წიგნის” მესამე სეზონი 5 ივნისს გამოვა – [ვიდეო]

1 მაისი, 2019 • 1789
“მხევლის წიგნის” მესამე სეზონი 5 ივნისს გამოვა – [ვიდეო]

ამერიკული სერიალის, “მხევლის წიგნის” მესამე სეზონი ტელეეკრანებზე 5 ივნისს გამოვა. Hulu-მ სერიალის ახალი სეზონის პირველი ტრეილერი სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა.

“დალოცვილ იყოს ბრძოლა” – წერს სერიალი ფეისბუკ-გვერდზე.

“მხევლის წიგნი” მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაციაა. ჯერჯერობით სერიალის მხოლოდ 2 სეზონია გამოსული. სერიალის პრემიერა 2017 წელს შედგა.

სერიალის სიუჟეტი დისტოპიურ მომავალში ვითარდება, სადაც თეოკრატიული მმართველობის ქვეშ ქალებს, ფაქტობრივად, ყველანაირი უფლება აქვთ წართმეული. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ქალებს ძალადობრივმა სისტემამ დაუტოვა  – რეპროდუქციაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი