ახალი ამბები

იკერ კასილასი, სავარაუდო გულის შეტევის შემდეგ, ჰოსპიტალიზებულია

1 მაისი, 2019 • 1420
იკერ კასილასი, სავარაუდო გულის შეტევის შემდეგ, ჰოსპიტალიზებულია

ესპანელი ფეხბურთელი იკერ კასილასი წვრთნების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

INDEPENDENT ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

37 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკარეა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას 1000-ზე მეტ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
2010 წელს კასილასი ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.
ამჯერად ის პორტუგალიურ კლუბ პორტუში თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი