ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა

1 მაისი, 2019 • 2536
ვახტანგ გომელაურს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომერლაურს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი წოდება მიენიჭა.

აღნიშნული განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 25 მარტს გამოსცა. დოკუმენტს ასევე ხელს აწერს [კონტრასიგნაცია] საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მანამდე, გომელაურს სახელმწიფო უსაფრთხოების გერენალ-მაიორის წოდება ჰქონდა, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი