ახალი ამბები

ირაკლი აბსანძე: დიანა ტრაპაიძემ “მაესტრო” კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ დატოვა

28 ოქტომბერი, 2014 • • 1650
ირაკლი აბსანძე: დიანა ტრაპაიძემ “მაესტრო” კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ დატოვა

“იყო შეხვედრა კოტე გოგელიასთან. ამ შეხვედრის შემდეგ დიანა ტრაპაიძემ დაწერა განცხადება, რომ ტოვებს არხს. თეონა გეგელიას და მე, ანუ გადაცემის პროდიუსერს, ჯერ განცხადება არ დაგვიწერია… არხის თანამშრომლები ვართ, მაგრამ დიანა ტრაპაიძის გარეშე “სუბიექტური აზრი” ეთერში ვერ გავა ისე, როგორც გადიოდა. სხვა არაფერია ჯერ გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ განცხადება არ დაგვიწერია, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ერთადერთი ის ვიცით, რომ დიანას გარეშე გადაცემა ეთერში ვერ გავა”, – ამბობს აბსანძე ნეტგაზეთთან სუაბარში.


კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ საბოლოო ჯამში დიანა ტრაპაიძე მაესტროზე აღარ დაბრუნდება, იგი ასე პასუხობს:


“წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვარ სუბიეტქური აზრის პროდიუსერი, დიანას გარეშე ეს გადაცემა არ იარსებებს და, შესაბამისად, ამ არხზე არარსებული გადაცემის პროდიუსერი ვერ ვიქნები”.


თავად დიანა ტრაპაიძესთან დაკავშირება “ნეტგაზეთმა” ამ დროისთვის ვერ მოახერხა, რადგან მას ტელეფონი აქვს გათიშული, ხოლო ჟურნალისტი თეონა გეგელია ფეისბუქში გამოახმაურა მომხდარს და დაწერა: “თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედიაორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უწესო, უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა “მაესტროში” მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი