ახალი ამბები

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

1 მაისი, 2019 • 1099
ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

მან პირველ მაისს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს.  კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ კობერიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს.

ჟურნალისტებთან კომენტარში მან განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უმრავლესობა დატოვა,  მოსამართლეთა დანიშვნის საკითხია:

“მე ადრეც ვამბობდი, რომ სასამართლოების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩემთვის, არსებობს გარკვეული ზღვრები, წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც მე არ ვაპირებ”, – განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე: პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნაზე კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა, ბესელიასი – ჩააგდო

ის ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აპირებს რომელიმე გუნდთან გაერთიანებას და რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად.

“გეგმები არის ის, რასაც ჩემს ამომრჩეველს ვესაუბრებოდი და რა გეგმებიც გვქონდა გუნდშიც. ჩვენი ხედვები გუნდში ამ და სხვა საკითხებზე დაშორდა ერთმანეთს, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა კობერიძემ.

“ოცნების” 2 წევრი, ვინც კობახიძისა და სხვების კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი