ახალი ამბები

„საიდუმლო ქრაში“ — ფეისბუკს ახალი ფუნქცია ემატება

1 მაისი, 2019 • 2825
„საიდუმლო ქრაში“ — ფეისბუკს ახალი ფუნქცია ემატება

ფეისბუკს ახალი ფუნქცია ემატება — „საიდუმლო ქრაში“ (ანუ ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ). სერვისი ასე იმუშავებს:

  • ფეისბუკის მეგობარს, რომელიც მოგწონთ, „საიდუმლო ქრაშების“ სიაში ამატებთ;
  • მას მისდის შეტყობინება, რომ ერთ-ერთმა მეგობარმა ამ სიაში დაამატა, თუმცა თქვენი ვინაობა მისთვის უცნობია;
  • თქვენს ვინაობას საიდუმლო ქრაში მხოლოდ მაშინ შეიტყობს, თუკი ისიც დაგამატებთ თავის „საიდუმლო ქრაშების“ სიაში;

ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მხოლოდ იმ ქვეყნებში იქნება, სადაც ფეისბუკის გაცნობის აპლიკაცია, Facebook Dating, ფუნქციონირებს. საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალში არაა.

ეს ქვეყნებია: ბრაზილია, ბოლოვია, ჩილე, გაიანა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ვიეტნამი, სურინამი, არგენტინა, კოლუმბია, მექსიკა, კანადა და ტაილანდი.

გარეკანის ფოტო: engadget.com

მასალების გადაბეჭდვის წესი