ახალი ამბები

სამმა კომპანიამ “ქართულ ოცნებას” 200 ათასი შესწირა

1 მაისი, 2019 • 1493
სამმა კომპანიამ “ქართულ ოცნებას” 200 ათასი შესწირა

“ქართულ ოცნებას” სამმა კომპანიამ, “გაგრა +”-მა; Geo Sand-მა და “ჯეო კვარცი”-მ, ჯამში, 200 ათასი ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გაგრა + მმართველ პარტიას – 100 ათასი, დანარჩენმა ორმა კომპანიამ კი 50-50 ათასები შესწირეს.

გაგრა + სადისტრიბუციო კომპანიაა. მისი დირექტორი შოთა კარანაძეა, მფლობელი კი-  გეორგი მანაგაძე. შ.პ.ს ჯეო კვარცი “ქართული ოცნების” შემწირველი ადრეც იყო.

2017 წელს კომპანიამ მმართველ პარტიას 100 ათასი ლარი შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 100 ათასი ლარი შესწირა. კომპანიის დირექტორი მიხეილ სირაძეა, რომელიც, ამავდროულად, შპს ჯეო კვარცის 34%-ს ფლობს.  შ.პ.ს ჯეო კვარცი ხრეშისა და ღორღის ბიზნესშია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ჯეო კვარცს 19 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ჯამური ღირებულება  53 134 ლარია.

რაც შეეხება Geo Sand-ს, მისი მფლობელები არიან ალექსანდრე სირაძე, ივანე ფარქოსაძე და  მამუკა დეკანოიძე. ჯეო კვარცის მსგავსად, Geo Sand-იც საჩხერეშია რეგისტრირებული.

ამავე თემაზე

პარტიების შემოსავალი და ხარჯები 20 მარტიდან 9 აპრილის პერიოდში

მასალების გადაბეჭდვის წესი