ახალი ამბები

ვენესუელა: გუაიდო სამხედროების გარემოცვაში ბრძოლის ფინალურ ფაზაზე საუბრობს

30 აპრილი, 2019 • 1252
ვენესუელა: გუაიდო სამხედროების გარემოცვაში ბრძოლის ფინალურ ფაზაზე საუბრობს

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა გუაიდომ 30 აპრილს ტვიტერზე ვიდეო გამოქვეყნა, სადაც სამხედროფორმიან პირებთან ერთად ჩანს.

ვიდეოში ის ამბობს, რომ დაიწყო დასკვნითი ფაზა  პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მმართველობის დასასრულებლად და  სამხედროებს დახმარებას სთხოვს.

გუაიდო,  რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა, დროებით პრეზიდენტად აღიარა ევროპარლამენტმა.  პირველი ქვეყანა კი, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.  გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს.

მადუროსადმი ამ დრომდე ლოიალური რჩებოდა ქვეყნის არმია, თუმცა 30 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში სამხედროების გარემოცვაშია და ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს მოუწოდებს, კონსტიტუციის და თავისუფლების მხარეს დადგნენ.

მას შემდეგ, რაც გუაიდომ გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ ისაუბრა, როიტერმა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა სროლების შესახებ, რომელიც წყაროს ცნობით, კარაკასში მდებარე კარლოტას საავიაციო ბაზაზე გუაიდოს და მადუროს მხარდამჭერ სამხედროებს შორის მოხდა.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ესაუბრა სამხედრო ლიდერებს, რომლებმაც აჩვენეს სრული ლოიალურობა “ხალხის, კონსტიტუციის და სამშობლოს მიმართ”.

თუმცა გუაიდომ დემონსტრანტებს კარაკასში მიმართა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში იყო კომუნიკაციაში სამხედროებთან, მაგრამ დღეს იცის, რომ ისინი მხარს არ უჭერენ მადუროს.

“ოპერაცია “თავისუფლება” დაიწყო” – აცხადებს გუაიდო.

“დღეს ნათელია, რომ სამხედრო ძალები არის ხალხის და არა დიქტატორის გვერდით” – მიმართა მან დემონსტრანტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი