ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაკავებული უფლებადამცველი ლეილა იუნუსი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

26 ოქტომბერი, 2014 • • 1059
აზერბაიჯანში დაკავებული უფლებადამცველი ლეილა იუნუსი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

“ლეილა იუნუსი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი უფლებადამცველია. ის არის აზერბაიჯანის მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ფუძემდებელი და თავმჯდომარე. მისი სამუშაო სამშვიდობო ინიციატივებს, პოლიტიკური პატიმრების დაცვის შესახებ პროექტებს, ქალების უფლებების დაცვას, წამების, კორუფციის, ადამიანით ვაჭრობისა და საკუთრების უფლების დარღვის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს, ასევე, სასამართლო განხილვების მონიტორინგს. დღეს ლეილა იუნუსი მაღალ ფასს იხდის ადამიანის უფლებათა დაცვისთვის”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

 

ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს.  მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ. 

 

ადვოკატების ცნობით, ლეილა იუნუსს სექტემბერში, აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი