ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოში Jessie J და ჯარედ ლეტოც გამართავენ კონცერტებს

ნეტგაზეთის სანდო წყაროს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში Jessie J და ჯარედ ლეტოც გამართავენ კონცერტებს. კონცერტების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში კონცერტების შესახებ ჯერჯერობით არც შემსრულებლების ტურნეების განრიგშია ინფორმაცია.

ინფორმაციას Jessie J-სა და ჯარედ ლეტოს კონცერტების შესახებ „ბლექ სი არენასა“ და კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. „ბლექ სი არენას“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არ ადასტურებენ სხვა შემსრულებლის კონცერტს Black Eyed Peas-ის გარდა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 ივნისს „ბლექ სი არენაზე“ ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება.

ჯარედ ლეტო ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობია. ძმასთან ერთად მას აქვს ბენდი 30 Seconds to Mars;

ჯესი ჯეი ბრიტანელი მუსიკოსია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com