საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება, ბილეთები 250 ლარამდე ღირს

16 ივნისს საქართველოში, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება. ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება. გაყიდვა დაიწყება 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, საიტებზე- TKT.ge და Eventer.ge. ბენდი საქართველოს ეწვევა ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერ ტურნესა და სახელმწიფო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში.