ახალი ამბები

იაპონიის იმპერატორმა ტახტზე უარი თქვა

30 აპრილი, 2019 • 1043
იაპონიის იმპერატორმა ტახტზე უარი თქვა

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტზე უარი თავისი ნება-სურვილით თქვა.

BBC-ის ინფორმაციით, უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში არცერთ იმპერტატორს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

იაპონიაში იმპერატორებს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვთ, თუმცა ქვეყნის წარმომადგენლებად ითვლებიან.

85 წლის მონარქის განცხადებით, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის გრძნობს, რომ დაკისრებული მოვალოებების შესრულებას ვეღარ შეძლებს.

ტახტს 59 წლის პრინცი ნარუჰიტო დაიკავებს და იაპონიის რიგით 126-ე იმპერატორი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი