ახალი ამბები

სამშენებლო ნებართვების უმეტესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის

30 აპრილი, 2019 • 785
სამშენებლო ნებართვების უმეტესობა  თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში 2052 სამშენებლო ნებართვა გაიცა. გაცემული ნებართვების რაოდენობა მცირედით, 0.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის თანახმად, გაცემული სამშენებლო ნებართვები  1378,1 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მშენებლობას გულისხმობს. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მშენებლობისვის გამოყოფილი ფართობი 7.8%-ით არის გაზრდილი.

ნებართვების 71,6% ქვეყნის 3 რეგიონზე- თბილისზე; აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებიზე, თუმცა ნებართვებში დიდი წილი  მაინც საცხოვრებელი კომპლექსებს უკავია.

მასალების გადაბეჭდვის წესი