ახალი ამბები

2019 წლის მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა – საქსტატი

30 აპრილი, 2019 • 2664
2019 წლის მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. მთლიანად კვარტალში მშპ-ს 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, მარტში, იანვარ-თებერვალთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა იყო.

საქსტატის თანახმად, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის,
ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. საქსტატისვე ცნობით, კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

2019 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 12%-ით გაიზარდა და 826 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, მარტში 4 620 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 3.5%-ით ნაკლებია 2018 წლის მარტთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი