ახალი ამბები

სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, გზის გაკეთებას იწყებენ

30 აპრილი, 2019 • 2164
სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, გზის გაკეთებას იწყებენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძველ ხიბულამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიოტორიაზე გადის.

დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელბი, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.

ხიბულა სწორედ ის ადგილია, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა. ბოლო პერიოდში, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, ხიბულა არაერთხელ გამხდარა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ყურადღების ობიექტი.

რამდენიმე კვირის წინ ხიბულაში ჩავიდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც იქ მყოფ მოსახლეობას ინფრასტურქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს თვითონვე გაიღებდა. ხიბულაში ყოფნისას მან ასევე ისაუბრა ზვიად გამსახურდიაზეც და თქვა, რომ ქვეყნის სირცხვლია, როცა ამ დრომდე ვერ ხდება გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენა.

იმავე დღეს ივანიშვილი  ზუგდიდში ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის პროცესს გაეცნო და სასულიერო პირებთან საუბრისას მზაობა გამოთქვა, ტაძრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს:

“1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები. ულამაზესი ტაძარია. ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ”, – მიმართა მან სასულიერო პირს.

ივანიშვილის ვიზიტიდან მალევე, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, პლენარული სხდომის დარბაზს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს არის დანიშნული.

წაიკითხეთ ასევე:

ხელისუფლება არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ზუგდიდში 9 ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი