ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომა გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა

30 აპრილი, 2019 • 948
პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომა გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა

პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული, ტრადიციულად,  გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ბანკი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის ინიციატივას შეუერთდა და სააღდგომოდ, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, ასი მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო. აღნიშნული კამპანია რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ვაგრძელებთ კამპანიას „გაამწვანე ვარკეთილი“. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომლის დახმარებითაც, დღეს ასი ძირი ხე დავრგეთ ვარკეთილში“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის  თავმჯდომარემ.

„პაშა ბანკს უკვე ათი ათასამდე ძირი ხე აქვს დარგული საქართველოს მასშტაბით. ამჯერად, პირველად ვაფინანსებთ თბილისში მოზრდილი ხეების დარგვას. ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს ქალაქის გამწვანებისთვის ასეთი პროექტები. პაშა ბანკი ყოველთვის შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს გაუმჯობესებასა და დაცვაში“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

[checklist]

  • 2019 წლის 21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია  მესამედ დაასუფთავეს;
  • 2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
  • 2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ეზოში, კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
  • 2017 წ. – პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად, პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო, ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
  • 2017 წ. – პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ, 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
  • 2017 წლის აღდგომის მისალოცად  კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო.
  • 2017 წლის გაზაფხულზე, სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
  • 2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი