ახალი ამბები

ზურაბიშვილმა გააზიარა ტრამპის პოსტი, სადაც ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს

29 აპრილი, 2019 • 1564
ზურაბიშვილმა გააზიარა ტრამპის პოსტი, სადაც ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს

განახლება: პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, პოსტი პრეზიდენტის სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა. 

განახლება: 20:15 საათისთვის გაზიარებული პოსტი უკვე წაშლილია.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურმა ანგარიშმა ტვიტერზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც იგი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, — რომელიც ახლახანს ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში — „მძინარას“ უწოდებს.

ტრამპი წერდა: „მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. აშკარად არ იცის, რომ პენსილვანიას წელს ისტორიის განმავლობაში საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), და დიდი მომავალი აქვს“.

სქრინშოთი სალომე ზურაბიშვილის ტვიტერიდან. სქრინშოთი ნეტგაზეთმა გადაიღო

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსამსახურს გაზიარებულ პოსტზე ინფორმაციის დასაზუსტებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი