ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოძისსა და წეროვანს ეწვია

29 აპრილი, 2019 • 1039
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოძისსა და წეროვანს ეწვია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე 29 აპრილს თბილისისა და ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორორიების გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.

პასკიე ჯერ წეროვანშიც იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანების დასახლება დაათვალიერა, შემდეგ კი გამყოფ ხაზთან სოფელ ოძისს ეწვია.

ლილია მორი პასკიე საქართველოში 28 აპრილს ჩამოვიდა. 29 აპრილს მან შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პასკიემ განაცხადა, რომ PACE მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას გზების, რათა მოგვარდეს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და განსაკუთრებით, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი“ – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

გარეკანის ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი