ახალი ამბები

პასექის დღესასწაულზე აშშ-ში სინაგოგას თავს დაესხნენ, ერთი ადამიანი მოკლეს

28 აპრილი, 2019 • 870
პასექის დღესასწაულზე აშშ-ში სინაგოგას თავს დაესხნენ, ერთი ადამიანი მოკლეს

აშშ-ის შტატ კალიფორნიაში პასექის დღესასწაულზე სინაგოგაში შეკრებილ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. პოლიციამ 19 წლის კაცი იმავე დღეს დააკავა.

პოლიციას თავდასხმის მოტივი არ დაუსახელებია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყო. თავდასხმა 27 აპრილს, შაბათს მოხდა ებრაულ დღესასწაულ პასექზე.

როგორც BBC წერს, თავდასხმა პიტსბურგის თავდასხმიდან ზუსტად 6 თვის თავზე მოხდა. 2018 წლის 27 ოქტომბერს აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, მიჩნეულია ყველაზე საშინელ ანტისემიტურ თავდასხმად აშშ-ის უახლეს ისტორიაში.

წერილში, რომელიც დაკავებულმა, სავარაუდო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელ 4chan-ზე გაავრცელა, წერდა, რომ ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში მეჩეთზე ტერაქტითა და პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმით იყო „შთაგონებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი