ახალი ამბები

„მიყვარს ეს ქვეყანა“ — პოპვარსკვლავი ქარდი ბი აზერბაიჯანში კონცერტს მართავს

28 აპრილი, 2019 • 1122
„მიყვარს ეს ქვეყანა“ — პოპვარსკვლავი ქარდი ბი აზერბაიჯანში კონცერტს მართავს

ამერიკელი პოპვარსკვავი ქარდი ბი (Cardi B) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 28 აპრილს კონცერტს მართავს ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრის ფარგლებში.

„მიყვარს ეს ქვეყანა. ლამაზია, კარგი ხალხი [ცხოვრობს], გემრიელი საჭმელი [აქვთ]…“, — დატვიტა მან 28 აპრილის დილას ბაქოში ყოფნისას.

ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრი, ოფიციალური სლოგანით Ignite the City, 26-28 აპრილს ტარდება. ქარდი ბი ღონისძიების დასკვნითი კონცერტის ჰედლაინერი, ანუ მთავარი გამომსვლელია.

ბოლო წლებში აზერბაიჯანის მთავრობა ცდილობს, ბაქოში სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული-გასართობი ღონისძიება ჩაატაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი