ახალი ამბები

გაძლიერდა ათეიზმის პროპაგანდა და მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა – ილია II

28 აპრილი, 2019 • 1494
გაძლიერდა ათეიზმის პროპაგანდა და მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა – ილია II

“…შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე” – ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქის, ილია მეორე, ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში.

“ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ”, – აცხადებს ის იმ ადამიანებზე საუბრისას, რომელთაც “ღვთის უარმყოფელებს” უწოდებს და დასძენს, რომ მსოფლიოში “ათეისტური ტალღა გაძლიერდა”, რაც საქართველოშიც იგრძნობა.

“დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.

ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული”, – ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი