ახალი ამბები

გუდამაყარში ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს – საგანგებო

26 აპრილი, 2019 • 1010
გუდამაყარში ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს – საგანგებო

გუდამაყრის ხეობაში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ნეტგაზეტს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში უთხრეს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, ადგილზე კი შესაძლო საფრთხის პრევენციის მიზნით 80-მდე მეხანძრეა მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 5 ჰა ტერიტორიაზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი