ახალი ამბები

გუდამაყარში ცეცხლის ღია კერები აღარ არის – საგანგებო სიტუაციების სამსახური

26 აპრილი, 2019 • 746
გუდამაყარში ცეცხლის ღია კერები აღარ არის – საგანგებო სიტუაციების სამსახური

გუდამაყარში ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება, თუმცა ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლის ღია კერები აღარ არის. მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ტერიტორიაზე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუდამაყარში დაახლოებით 5 ჰა ტერიტორიაზე ხანძარია გაჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი