ახალი ამბები

ბენზინის ფასი ზრდას განაგრძობს

25 აპრილი, 2019 • 3437
ბენზინის ფასი ზრდას განაგრძობს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბენზინის ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა, – ინფორმაცია ნეტგაზეთს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა დაუდასტურა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 17,18  დოლარით/ბარელზე, ანუ 29,9%-ით და დღეისათვის შეადგენს 74.51 დოლარს/ბარელზე.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის თვის დასაწყისიდან.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე, S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 227.25$-ით/ტონაზე, ანუ 48.0%-ით 700,50 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 136.0$-ით/ტონაზე, ანუ 26.8%-ით 642,0 დოლარამდე/ტონაზე”.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნავს ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი, კერძოდ:

წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,6981 ერთეულს”.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-10 თეთრით ლიტრაზე.

კერძოდ, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გვაცნობებს, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:

  • რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,30-2,39 ლარი/ლიტრაზე;
  • პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,41-2,49 ლარი/ლიტრაზე;
  • სუპერი ტიპის ბენზინი – 2,49-2,59 ლარი/ლიტრაზე;
  • ევრო დიზელის საწვავი – 2,53-2,64 ლარი/ლიტრაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი