ახალი ამბები

გუდამაყარში დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე ხანძარია გაჩენილი

25 აპრილი, 2019 • 1059
გუდამაყარში დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე ხანძარია გაჩენილი

გუდამაყარში დაახლოებით 5 ჰა ტერიტორიაზე ხანძარია გაჩენილი. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს.

“ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ტერიტორიაზე ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს ქვეითად უწევთ მუშაობა,”-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ამასთან, როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი მთის წვერზეა გაჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი