ახალი ამბები

ენტონი ბერჯესის არქივში „მექანიკური ფორთოხლის“ „გაგრძელება“ იპოვეს

25 აპრილი, 2019 • 2542
ენტონი ბერჯესის არქივში „მექანიკური ფორთოხლის“ „გაგრძელება“ იპოვეს

ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის პირად არქივში მისი ცნობილი რომანის, „მექანიკური ფორთოხლის“ „გაგრძელება“ იპოვეს, — იუწყება BBC.

200-გვერდიანი ხელნაწერი — „მექანიკური მდგომარეობა“ (A Clockwork Condition) — დაუსრულებელია. როგორც BBC წერს, ნაშრომი „ნაწილობრივ ფილოსოფიური ანარეკლია, ნაწილობრივ კი-ავტობიოგრაფია“.

„მექანიკური ფორთოხალი“ წიგნად 1962 წელს გამოიცა. 1971 წელს „მექანიკური ფორთოხლის“ რეჟისორ სტენლი კუბრიკისეულ ეკრანიზაციას კრიტიკული და კომერციული აღიარება მოჰყვა, თუმცა მას თან ახლდა დიდი განხილვები ძალადობრივი და ეროტიკული სცენების გამო. CNN-ის თანახმად, ხელნაწერში კუბრიკი ამ დისკუსიებსაც ეხმაურება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი