ახალი ამბები

“ჩვენს შორის მტყუანის დედას… ” – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

25 აპრილი, 2019 • 1440
“ჩვენს შორის მტყუანის დედას… ” – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

დღეს, 25 აპრილს, ფოთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების დროს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის მისამართით დაიგინა: “ჩვენ შორის მტყუანის დედას… ” – თქვა თავმჯდომარემ.

კადრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

ნეტგაზეთს ფოთის საკრებულოში უთხრეს, რომ რიგით მე-10 სხდომაზე, სხვა საკითხებს შორის, მერის ანგარიში განიხილებოდა, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებოდნენ ადგილობრივი მთავრობის ანგარიშში მოყვანილ მონაცემებს.

ნეტგაზეთს ფოთის საკრებულოში შეჰპირდნენ, რომ თავმჯდომარის კომენტარს მალე მოგვცემენ და საქმის დეტალებს გაარკვევდნენ. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი