ახალი ამბებირეკლამა

მთაწმინდის გამგეობამ პროექტებზე პირველ კვარტალში 2 მილიონ ლარამდე დახარჯა

25 აპრილი, 2019 • 1074
მთაწმინდის გამგეობამ პროექტებზე პირველ კვარტალში 2 მილიონ ლარამდე დახარჯა

2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 1 889 408 ლარი დაიხარჯა.

მთაწმინდის გამგეობის მიერ 2019 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

[checklist]

  • საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 7 242 კვ.მ ფართობზე;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სკვერს
  •  მიმდინარეობს ვილნიუსის სკვერისა და კოჯრის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია
  • მოეწყო გრუნტის დამჭერი 3 კედელი

[/checklist]

გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შინდისში – სტაბილური წყალმომარაგებით, 100-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი. კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 17 მისამართზე; მცენარეთა-მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 23 მისამართზე; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 48 პროექტი; 6 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრება; ჩატარდა 1 სპორტული ღონისძიება.

ჯამში,  2019 წლის I კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის 1 889 408 ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი