ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება საქართველოში აღდგომის დღეებში

25 აპრილი, 2019 • 1158
როგორი ამინდი იქნება საქართველოში აღდგომის დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-29 აპრილს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოში განუცხადეს, 26 აპრილს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 27-28 აპრილს კი ზოგ რეგიონში დღის ბოლოს შესაძლოა მცირე ნალექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-27 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 26-29 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი