ახალი ამბები

მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს – მეტროში მოძრაობა აღდგა

24 აპრილი, 2019 • 1946
მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს – მეტროში მოძრაობა აღდგა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძესთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით ერთსაათიანი შეფერხების შემდეგ მეტროს მოძრაობა აღდგა. შემთხვევა საღამოს, დაახლოებნით 19 საათზე მოხდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეტროს მუშაობას პრობლემა შეექმნა. ბოლო პერიოდში ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისში მეტროსადგურის I ხაზი ცოტა ხნით გაჩერებული იყო 23 აპრილსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი