ახალი ამბები

ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეცხრედ იასპარეზებს

24 აპრილი, 2019 • 1938
ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე მეცხრედ იასპარეზებს

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების რვაგზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.

ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ეს ამბავი გაირკვა პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე.

“საქართველოს ნაკრების ლიდერმა უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. პნევმატური პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრების ფინალში ნინო 578 ქულით შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე შედეგი აჩვენა. რადგან მის წინ მდგომთ – ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ანა კორაკაკის, ოლიმპიადის რუს ვიცეჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის- უკვე ჰქონდათ ტოკიოს საგზურები, ნინო ავტომატურად მოხვდა ლიცენზიანტთა შორის (კიდევ ერთი ლიცენზია კორეელმა მინჯუნ კიმმა მოიპოვა, ვინც პეკინში მსოფლიო თასი მოიგო).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სახელოვან ქართველ ოლიმპიელ ნინო სალუქვაძეს ულოცავს ამ ისტორიულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი