ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი აქცია-ღონისძიება მიმდინარეობს

24 აპრილი, 2019 • 1401
თბილისში თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი აქცია-ღონისძიება მიმდინარეობს

დღეს, 24 აპრილს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, საქართველოში სომეხთა სათვისტომოს ორგანიზებით, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს აქცია-ღონისძიება მიმდინარეობს.

დღეს, 24 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-23 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ.

სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული ოფიციალურად. სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობად, გენოციდად მიიჩნევენ.

გენოციდის აღიარება ერევნისთვის არა მხოლოდ “ისტორიული სამართლიანობის აღდგენის” საშუალებაა, არამედ ის არის გარკვეული გარანტია, რომ ანკარა ერევანთან ურთერთობებში ძალას არ გამოიყენებს.

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი