ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მოსახლეობამ 3 ტონამდე ფაროსანა შეაგროვა

24 აპრილი, 2019 • 1758
აფხაზეთში მოსახლეობამ 3 ტონამდე ფაროსანა შეაგროვა

მიმდინარე წლის მარტიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობამ 2697 აზიური ფაროსანა შეაგროვა და ჩააბარა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ვალერი ბგანბამ ისაუბრა.

ფაროსანას შეგროვების მსგავსი პრაქტიკა, როგორც დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერი, ვალერი ბგანბა ამბობს, მავნებლის წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენებას ამცირებს.

“პესტიციდები ძალიან ძლიერია და, ბუნებრივია, ამით ბუნებასა და სასარგებლო მწერებს ზიანს ვაყენებთ. ამიტომაც აღნიშნული მეთოდი უფრო ეფექტური და უსაფრთხოა”.

მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე მავნებლის წინააღმდეგ პრეპარატებს რუსეთი გადასცემს.

წინა წელს მიმღებ პუნქტებში 1 კილოგრამ მავნებელ ხოჭოში მოსახლეობას 1000 რუბლს [დაახლოებით, 18 აშშ დოლარი] უხდიდნენ.

ბოლო წლებში აზიური ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კოლოსალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი