ახალი ამბები

სამმა პარტიამ გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

24 აპრილი, 2019 • 2059
სამმა პარტიამ გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ –  „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), მოძრაობა „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურია), „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამ (გოჩა ჯოჯუა) და  „ჰელსინკის ჯგუფმა“ (ავთანდილ რცხილაძე)-  მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძის კანდიდატურა წარადგინეს.

პარტიების თქმით, არჩევნებში გიორგი ანდრიაძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით (N9).

კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.”

გიორგი ანდრიაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი