ფაშინიანი ზელენსკის რჩევას აძლევს, – პუტინთან გულწრფელი იყოს

“უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ ტელევიზიასთან [РБК] ინტერვიუში ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ მას გაუჭირდება [პუტინთან ურთიერთობა]. აქ არსებობს პირობები: თუ ხარ პირდაპირი, გულწრფელი, არ იქნება რთული. უბრალოდ, საჭიროა პირდაპირი და გულწრფელი საუბარი”.

მისივე თქმით, ეს რჩევა არამხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობას შეეხება:

“ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი აფასებს, თუკი ხედავს, რომ მისი თანამოსაუბრე ცდილობს, არ მოატყუოს, არ იეშმაკოს, არ დამალოს სიმართლე. მგონია, რომ ეს ძალიან ძალიან სწორი მანერაა ყველა ურთიერთობაში. შესაძლოა, დიპლომატიაში, საერთაშორისო საქმეებში ეს არც ისე მიღებულია, მაგრამ მე ყველასთან ასე ვიქცევი”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი