ახალი ამბები

მარტვილში ნიღბიანმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს – შსს

24 აპრილი, 2019 • 957
მარტვილში ნიღბიანმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი ერთი პირი, ორს კი ეძებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 24 აპრილს მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს  ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი