ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტი ბაქოში დაკავებული ლეილა იუნუსის მხარდასაჭერად დელეგაციას გაგზავნის

22 ოქტომბერი, 2014 • • 1079
ევროპარლამენტი ბაქოში დაკავებული ლეილა იუნუსის მხარდასაჭერად დელეგაციას გაგზავნის

აზერბაიჯანში ევროპარლამენტის დელეგატების ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ლეილა იუნუსი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა. მარტინ შულცის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის ყველა ფრაქციის წარმომადგენელი შევა. ევროპარლამენტის წევრების აზერბაიჯანში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვრცელდება. 


ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს.  მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ. 


ადვოკატების ცნობით, ლეილა იუნუსს სექტემბერში, აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს.


   

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი