ახალი ამბები

ჟვანია გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ სამსახურში დაბრუნების პირობით მოვიდა – მოისწრაფიშვილი

23 აპრილი, 2019 • 1170
ჟვანია გარკვეული პერიოდის შემდეგ ძველ სამსახურში დაბრუნების პირობით მოვიდა – მოისწრაფიშვილი

პრეზიდენტის პრესსპიკერ ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავიდანვე იმ პირობით მივიდა, რომ მენეჯმენტის დალაგების შემდეგ ძველ სამსახურში – საპტრიარქოში დაბრუნდებოდა.

“ბატონი ლაშა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც ის 8 წელზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ შეძლებდა უკან დაბრუნებას. მას იქ მუშაობის ძალიან დიდი ინტერესი აქვს. 1-ელ მაისამდე რჩება სამსახურში და შემდეგ დაბრუნდება საპატრიარქოში”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრესსპიკერმა ლაშა ჟვანიასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის რამე სახის დაპირისპირების არსებობა უარყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ თანამდებობა დატოვა და პატრიარქის ფონდში ბრუნდება.

ამავე თემაზე:

ჟვანია: ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს პატრიარქთან

მასალების გადაბეჭდვის წესი